ქამრების შემოჭერა მხოლოდ სიტყვის მასალაა….პრემია დანაყრებული ქვეყნის მთავრობას უნდა ჰქონდეს”.

“გაზრდილი ხელფასები და პრემიები იმ ქვეყნის ხელისუფალთ უნდა ჰქონდეთ, ვისი ქვეყანაც დანაყრებულია, მაგრამ, ჩვენთან, ვინც ხელისუფლებში მოდის, ყველას მადა ეზრდება, ხალხის გასაჭირი კი ავიწყდება”- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, რომელიც მთავრობაში და პარლამენტში ბიუჯეტიდან გამოყოფილ გაზრდილ სამივლინებო თანხებსა და პრემიებს ეხება.

“ხელისუფლების გაზრდილ მადაზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ, ყველა მთავრობის დროს გვესმის ხმამაღალი განცხადებები ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით. შედეგი კი ის არის, რომ ვინც ხელისუფლებაში მოდის, ყველას მადა ეზრდება და ხალხის გასაჭირი ავიწყდება.

“მე არავის ბიუჯეტს არ ვითვლი, მაგრამ, ამ გაზრდილ ფასებთან ერთად მომიწევს ჩემს ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადავხედო და ისე ვიცხოვრო, რის საშუალებასაც ჩემი ჯიბე მომცემს; მითუმეტეს, რომ მთავრობის, თუ პარლამენტის წევრებზე ნაკლებს არც მე ვმუშაობ.

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხანდახან 24 საათი მშიერს მილოდნია კარგი კადრი დავიჭირო. მივლინებაშიც ჩემი ფულით დავდივარ და ისეთ სასტუმროებში ვცხოვრობ, რასაც ჩემი ჯიბე გასწვდება.

“კი ბატონო, იარონ მივლინებებში და “იგულაონ”, იფრინონ ბიზნესკლასით, იცხოვრონ 5 ვარსკვლავიან სასტმურებში, მაშინ როცა შენს ხალხს, რომელსაც ემსახურები, იმის ფული არა აქვს თვეში ერთხელ შვილს ხორცი აჭამოს, მაგრამ თავისი პრემიებით რომელსაც “თავდადებულ” შრომაში იღებენ და არა ისევ ბიუჯეტიდან გამოყაფილი დამატებითი თანხებით.

“მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქამრების შემოჭერა მხოლოდ სიტყვის მასალაა და ასევე დარჩება. პარლამენტიც რომ შეამცირო, ეფექტს ვერ მიიღებ, რადგან საქმე რაოდენობაში კი არა პროფესიონალიზმშია და იმაში, ვინ მართავს პარლამენტს” – განაცხადა “რეზონანსთან” გოგი თორაძემ.
Guriismoambe.