The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, პოლიციამ კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემის საქმეზე მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, თუმცა კომპანია „თავდაცვის ფარის“ მიერ საქართველოში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ისრაელის სამართალდამცავებმა და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ჯგუფ „თავდაცვის ფარის“ (კერძო სამხედრო კომპანია, Defensive Shield group) საქმესთან დაკავშირებული ვრცელი გამოძიება დაასრულეს. ამის შესახებ ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-ი წერს. გამოცემის ცნობით, მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ჯგუფმა, რომელიც გალ ჰირშს(ყოფილი ბრიგადის გენერალი), ოდედ შაჩნაის(ჰირშის ბიზნესპარტნიორი) და საქართველოს ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, საგადასახადო თაღლითობა და სხვა ფინანსური დანაშაულებები ჩაიდინა. საგამოძიებო მასალები შემდგომი განხილვისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ოფისს გადაეცემა. 
გამოცემის ინფორმაციით, ამავდროულად, 4 წლიანი გამოძიების შემდეგ, პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ხურავდნენ კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰირშმა ქრთამი მისცა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს.
„ეს გახლავთ საქმე, რომელმაც ხელი შეუშალა 2015 წელს ჰირშის დანიშვნას პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. პოლიცია აცხადებს, რომ მათ აღნიშნულ საქმეში მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. ის, რაზეც ამჟამად გამოძიებას ეჭვი აქვს, ათობით მილიონი შეკელის ღირებულების ტენდერებს ეხება, რომელიც ჯგუფმა საქართველოში 2007-2009 წლების პერიოდში მოიგო. გამოძიება, რომელიც პოლიციამ შეაფასა, როგორც “საფუძვლიანი, რთული და დაძაბული”, ისრაელის ფულის გათეთრებისა და ტერორის დაფინანსების აკრძალვის ორგანოს დახმარებით ჩატარდა“, – წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, გამოძიების ზოგიერთი შედეგის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ისრაელში და „თავდაცვის ფართან“ დაკავშირებულ უცხოურ ანგარიშებზე მილიონობით შეკელი გადაირიცხა და კომპანიამ, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანა უცხოური საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც უარს აცხადებდნენ, საქართველოში განხორციელებული ოპერაციებიდან ფული მიეღოთ.
ამასთან, გამოცემა timeofisrael პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰირშმა და შაჩნაიმ დააფუძნეს რამდენიმე უცხოური კომპანია და გახსნეს საბანკო ანგარიშები საზღვარგარეთ, რათა „თავდაცვის ფარის“ მიერ საქართველოში გაფორმებული კონტრაქტებიდან მიღებული მოგება იქ დარიცხულიყო და ამის შესახებ ისრაელის საგადასახადო ორგანოებისთვის არ ეცნობებინათ. კომპანიები რეგისტრირებული პანამაში, საბანკო ანგარიშები კი – შვეიცარიაში.
„პოლიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ათობით მილიონი შეკელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ისრაელსა და „თავდაცვის ფარის“ თანამშრომლებთან დაკავშირებულ ანგარიშებზე გადაირიცხა უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შეცდომაში შეყვანის ფონზე, რომლებიც უარს აცხადებდნენ მიეღოთ თანხა, რომელიც საქართველოში გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულებებიდან მოდიოდა. მტკიცებულებები მიანიშნებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ყალბი დოკუმენტაციის წარდგენაზე ამ საფინანსო ორგანიზაციებისთვის“, – წერს გამოცემა.
info9.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან