საქართველო დარტყმის ქვეშ ექცევა” – რა იარაღით პასუხობს ვაშინგტონი მოსკოვს შავ ზღვაში.

„შავი ზღვა სტრატეგიული შეიარაღებისა და სამხედრო რბოლის ეპიცენტრი ხდება. ამერიკელებმა რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე დროებით დაყენებული სარაკეტო სისტემა „ეიჯის” სარაკეტო სისტემით შეცვალეს, – ამით ამერიკელებმა რუსებს უპასუხეს, როდესაც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ. საქართველო კი ერთგვარი დარტყმის ეპიცენტრშია,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მდგომარეობისა და საქართველოს როლის შესახებ საუბრისას.

მაისაიას განცხადებით, შავ ზღვაში არსებული ვითარება ახალ ფაზაში გადადის, რაც აშშ-ის, ირანისა და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარეობს. საუბარია სარაკეტო კომპლექსების შეცვლასა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებაზე.

„შავი ზღვა, ფაქტობრივად, ხდება სტრატეგიული შეიარაღებისა და რბოლის ეპიცენტრი. ამერიკელებმა სარაკეტო სისტემა, რომელიც რუმინეთში, სამხედრო ბაზაზე დროებით იყო დაყენებული, „ეიჯის” სარაკეტო სისტემით შეცვალეს, რაც ტომაჰავკის სახმელეთო ვარიანტია, – ეს არის ის, რითაც ამერიკელებმა რუსებს უპასუხეს, როდესაც მოსკოვის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ.

„მოსკოვის ხელშეკრულება ხუთი ათას კილომეტრის ზემოთ არსებული სარაკეტო კომპლექსების განვითარებას კრძალავდა, მხოლოდ საზღვაო ბაზირების უნდა ყოფილიყო, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ჩასმული არ გახლდათ, თუმცა, 2 აგვისტოს ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ამერიკელებმა ამ სისტემის განლაგება რუმინეთში დაიწყეს, – ამერიკამ რუსეთის მიმართულებით ასეთი კონტრსვლა მოახდინა, მაგრამ არც ირანელები რჩებიან ვალში და 22 აგვისტოს ეროვნული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემის, ბაგარ 373-ის დემონტრირება იგეგმება.

„ირანალები, ფაქტობრივად, ევროპის კონტინენტზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ მიიწევენ. ეს რეალური დარტყმის ქვეშ მოაქცევს ასევე შავი ზღვის აკვატორიის მიმდებარე სახელმწიფოებს. ირანის მიერ ამ სისტემების განთავსებით შავი ზღვა გადაიქცევა სტრატეგიული შეიარაღების ეპიცენტრად,” – აღნიშნა მან.

ანალიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას სიფხიზლისა და გარკვეული რეაგირებისკენ მიუწოდებს, რადგან, როგორც მაისაია აცხადებს, საქართველო ამ შემთხვევაში ერთგვარი დარტყმის ქვეშ ექცევა.

„ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთი საპასუხოდ კიმჯალების საჰაერო კომპლექსების განლაგებას აპირებს, – ტაქტიკური ბომბდამშენი სუ-34-ის, რომელსაც შეუძლია სერიოზული სარაკეტო სისტემების გადატანა სამხრეთ ოლქში. ისინი ასევე აპირებენ მეხუთე თაობის სტრატეგიული ბომბდამშენი სუ-57-ების განლაგებას ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს.

„რუსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის შავის ზღვის სამხედრო ფლოტს ძლიერი პოტენციალი გააჩნია, თუნდაც სტრატეგიული შეიარაღების დაბალანსების მიმართულებით.

“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ ასევე შეიძლება განათავსონ სუ-34 და მიგ-31 გუდაუთის ბაზაზე, ისე როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერატიულ-სტრატეგიული კომპლექსები სუ-300 და სუ-400, რომელიც ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა.

„საქართველო ყველა ვარიანტში ერთგვარი დარტყმის ეპიცენტრშია. ამიტომაც, მე პირადად, შესაბამისი პირების ადგილას, უშიშროების საბჭოს სხდომას ან ექპერტებთან დახურულ შეხვედრას მოვიწვევდი, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან და დროს დავუთმობთი სტრატეგიული შეიარაღების ბალანსის საკითხებს, თუ როგორია შავი ზღვის რეგიონში,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თამარ შუკვანი
resonancedaily.com

კომენტარები ფეისბუქიდან