რუსეთს და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობა არ არსებობს

რუსეთს და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობა არ არსებობს, – აცხადებს რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი. მისი აზრით, საქართველოში შექმნილი სიტუაციაში რუსებისთვის კვლავინდებურად რჩება მომეტებული რისკი. თბილისის მოვლენებმა გამოიწვიეს ის, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი მინიმუმ 70 %-ით შემცირდა, – ამბობს ბარზიკინი. 

“თითქმის ყველამ, ვინც იქ დაფრინავდა, შეწყვიტა ამ ქვეყნის მონახულება. გარდა ამისა, არ იყიდება კომპლექსური ტურები. ნათლად და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი მიმღები ქვეყნის ხელთაა. ამგვარ სიტუაციაში კი, როგორც ამჟამად არის იქ, რისკები რუსებითვის, უდავოა, რომ მომეტებულია”, – განუცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცე-პრეზიდენტმა “იზვესტიას”.

თავის მხრივ, გამოცემა დიპლომატიური წრეების თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, ფრენები რუსეთს და საქართველოს შორის მინიმუმ საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება აკრძალული.
rezonansi.