ცხინვალში ომი სააკაშვილს საკუთარი სურვილით არ დაუწყია, ამერიკელებმა დააწყებინეს იმ გათვლით, რომ რუსეთი იძულებული გახდებოდა ჩარეულიყო ამ ომში.

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალური ქსელის საშუალებით 8 აგვისტოს ომს იხსენებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

– ვინ დაიწყო ომი? – თერთმეტი წელიწადი გავიდა და კიდევ ვერ გასცა პასუხი ხალხმა შეკითხვას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც საკუთარი თვალით უყურებდა…

მეც კი, მასობრივი იფორმაციის საშუალებათა თეორეტიკოს და პრაქტიკოს სპეციალისტს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს და პროფესორს მიახლოვებითაც ვერ წარმომედგინა თუ რა კოლოსალური გავლენა ჰქონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში სიცრუის მიზანმიმართულ პროპაგანდა-ტირაჟირებას მედიასაშუალებებით. უკაკუნე, უკაკუნე, უკაკუნე გაუთავებლად და ეს იდიოტი თავები იჯერებენ, რომ ის სიმართლე კი არაა მართალი, რომელიც საკუთარი თვალებით ნახეს, არამედ, თურმე, ის სიცრუეა მართალი, რასაც ეს ათასი ჯურის მაღალანაზღაურებადი არამზადა ჟურნალისტი და ვიგინდარა პოლიტიკოსი ეუბნება.

ისე, ბოლომდე მართალი თუ გინდათ, ცხინვალში ომი სააკაშვილს საკუთარი სურვილით არ დაუწყია, ამერიკელებმა დააწყებინეს იმ გათვლით, რომ რუსეთი იძულებული გახდებოდა ჩარეულიყო ამ ომში. საქართველოსა და რუსეთს შორის ტყვიის გავარდნა და ომის დაფიქსირება ამერიკელთა პოლიტიკური ნატვრა იყო, ისევე როგორც უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყება, ვინაიდან ომს დიდხანს ვერ ივიწყებს ხალხი, განსაკუთრებით მცირერიცხოვანი და სუსტი სახელმწიფოები. ანუ ამერიკელებმა იცოდნენ, რომ ამ ომის შემდეგ საქართველო ძალიან დიდი ხნით მათ განკარგულებაში გადადიოდა რეალურადაც და მენტალურადაც, მითუმეტეს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ვითარებაში.

ამერიკელებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს მიუგდეს იმ მიზნით და იმის საფასურად, რომ ქართველ ხალხს რუსეთი მოსისხლე მტრად მიაჩნდეს და მასზე გული ვერასოდეს მოიბრუნოს, მასთან პარტნიორობის სურვილი არასოდეს გაუჩნდეს. ამ სულელ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს კი სრული თერთმეტი წელიწადი აძახებინეს – რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტიაო. მერე რა, რომ ტერმინი არასწორად არის გამოყენებული, რუსეთს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია კი არ მოუხდენია, ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ეს სხვა და სხვა რამეა (სხვათა შორის, აღიარება ოკუპაციაზე უარესია), მაგრამ საქართველოში ტერმინთა დაზუსტების თავი ვისა აქვს, ამ ჩვენს თუთიყუშ-ჟურნალისტებსა და თუთიყუშ-პოლტიკოსებს ამერიკელებმა რაც დაავალეს, იმას გაჰკივიან. ამერიკელებმა კი ტერმინი “ოკუპაცია” იმიტომ შეარჩიეს, რომ ეს ქართველებსაც და რუსებსაც ძალიან ცუდად ხვდებათ ყურში, ანუ ამერიკული მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი, სერიოზული, მოურჩენელი სიძულვილის გაღვივებისა, მეტ-ნაკლებად მიღწულია.

ქართველი იდიოტები კი (მხედველობაში მყავს ე.წ. ხელისუფლება, ოპოზიცია, ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ ჟურნალისტები და მათ მიერ გაბრიყვებული ნაწილი საზოგადოებისა) ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთმაც და ამერიკამაც თავიანთი პოზიციები განიმტკიცონ, საქართველოს კი არათუ ტერიტორიული გამთლიანების შანსი აღარ ჰქონდეს, პირიქით, საბოლოო დაშლის გზას დაადგეს და ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.
intermedia.ge.