ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოქროს დიდი უდიდესი ნაწილი – 28 მლნ დოლარის საქონელი შვეიცარიაში იქნა ექსპორტირებული. მცირე რაოდენობით ოქრო გატანილია არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში.

2019 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 32.8 მლნ დოლარის 1.3 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-იმ საქსტატიდან გამოითხოვა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოქროს დიდი უდიდესი ნაწილი – 28 მლნ დოლარის საქონელი შვეიცარიაში იქნა ექსპორტირებული. მცირე რაოდენობით ოქრო გატანილია არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთში.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ამ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება:

“აი, ეს არის ივანიშვილის მიერ საყდრისისა და ალგეთი განადგურების შედეგად ჩვენი ხალხისგან მიტაცებული ოქრო. რეალურად აღნიშნული რაოდენობა ათჯერ მეტია, რასაც საბაჟო სამსახურები, რა თქმა უნდა, ვერ და არ აფიქსირებენ. რომ არა ლეიბორისტული პარტიის ბრძოლა, ქვემო ქართლის მაგივრად დღეს გვექნებოდა ისეთივე კარიერები, მოჭრილ-მოთხრილი მთები, რასაც ვხედავთ ბოლნის-დმანისის რეგიონში.

გაიხსენეთ, ჩვენი აღმოჩენილი, მილიონი მოჭრილ-გადამალული საუკუნოვანი მუხები სოფ ჯვარას მიდამოებში. გაიხსენეთ, ჩვენი ხელდახელ ბრძოლა ოლიგარქის საოკუპაციო დაცვის სამსახურებთან. ის ძალიან მალე უმკაცრესად აგებს პასუხს ამ ყველაფერზეც”.
Rezonansi.

კომენტარები ფეისბუქიდან