ფეხზე მკიდია თქვენი კონსესუსები. მეჩეთის აშენებას მალე დავიწყებთ. თუ ვინმეს “ერთი ადგილი” აქვს, შეუშალოს ხელი,” – ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება საერთო საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტით უპასუხა:

“ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს “ერთი ადგილი” აქვს შეუშალოს ხელი. ვისაც არ სურს თურქული მეჩეთი აშენდეს შემოგვიერთდეს და ქართული ავაშენოთ. არავინ არ გეკითხებათ თქვენ რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი. ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც. და ნუ ლაყბობთ, რომ თითქოს ქართველი მუსლიმები სხვა რამის ფიქრობდნენ. ან რომელიმე ქვეყანას უძვრებოდნენ, თქვენგან განსხვავებით. თურქებს და რუსებს თქვენ უძვრებით ერთ ადგილას. აქვე მივაწერ. ვინც ამ პოსტის შემდეგ იბილწსიტყვავებს და არაკორექტულად დაწერს და მახსენებს მას უკან ვუბრუბებ მისივე სიტყვას, თან ქნედებით გაათმაგებულს თან ადგილზე მისვლის სერვისით.”
alt.info.

კომენტარები ფეისბუქიდან