მოვუწოდებ ხელისუფლებას შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე.”

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა მთავრობის მიერ მარიხუანის წარმოების შესაძლო ლეგალიზაციასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

“ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე ითვლება ვაზისა და ხორბლის სამშობლოდ. პური და ღვინო, რომლითაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა უდიდესი საიდუმლო, რაც გულისხმობს ევქარისტიულ კავშირს ღმერთთან. ასეთ ქვეყანაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება. ვფიქრობ ეს ინიციატივა შეიცავს უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე.

P.S.
მოვუწოდებ ხელისუფლებას შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე.”
alt.info.

კომენტარები ფეისბუქიდან