საქართველომ 44მილიონი დაკარგა.

შარშან საქართველომ რუსი ტურისტებისგან 111 მლნ დოლარი მიიღო, რაც წელს ივლისში მიღებულ შემოსავალთან შედარებით, 44 მლნ-ით ნაკლებია.

გუშინ, 9 აგვისტოს TBC Research-მა საქართველოს ტურიზმის სექტორის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული საავიაციო შეზღუდვების ფონზე, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 0-დან $20 მილიონის ფარგლებში შემცირდა, რაც მთლიანობაში 0-დან 5%-მდე დანაკლისს შეადგენს. 

GALT & TAGGART-ის წინასწარი შეფასებით კი, ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი $5 მლნ-ით შემცირდა. 

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ თვის განმავლობაში, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა დაახლოებით, $428 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ანუ $5 მილიონით ნაკლებია.

თემასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმაც ისაუბრა:

ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლებს ითვლის ვიზიტორების ტიპების მიხედვით, ვინ რამდენს ხარჯავს. რაც შეეხება ივლისში შემცირების მიზეზს, თვითმფრინავით შემოსული ტურისტები ბევრად მეტს ხარჯავენ ვიდრე – სხვები და რადგან თვითმფრინავით შემოსულთა რიცხვი შემცირდა, ამიტომ გამოდის შემოსავლებიც ასე ნაკლები. ავიასანქციების გარეშე, რუსეთიდან შემოსავლები, სავარაუდოდ, იქნებოდა დაახლოებით, $130 მლნ, მაგრამ სანქციების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზით, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიშში გვქონდა, გამოვიდოდა დაახლოებით, $65-$70 მლნ. რაც ახლა სტატისტიკა დავითვალეთ, ($67 მლნ) ფაქტობრივად, ჩვენს პროგნოზს მიყვება, ჯერ-ჯერობით
intermedia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან