ტელეკომპანია “ობიექტივზე” ვალერი კვარაცხელიას გადაცემა დაიხურა.

ტელეკომპანია “ობიექტივზე” გადაცემა “ოქროს კვეთა” დაიხურა. ამის შესახებ წამყვანმა ისაუბრა და მაყურებელს დაემშვიდობა.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, არის შემოთავაზებები, რომ სექტემბრიდან ამავე ტელევიზიის ეთერში სხვა ფორმატით გავიდეს მისი გადაცემა.

გადაცემა “ოქროს კვეთა” იბიექტივის ეთერში 8 წლის განმავლობაში გადიოდა. ვალერი კვარაცხელიას თქმით, ამ ხნის მანძილზე მას არც ჰონორარი და არც ხელფასი არ აუღია.

მისივე განცხადებით, გადაცემის დახურვის მიზეზი “ობიექტივს” არ უკავშირდება, მან მადლობა გადაუხადა არხის დამფუძნებლებს იმ საშუალებისთვის, რაც 8 წლის მანძილზე ჰქონდა.
multimedia.

კომენტარები ფეისბუქიდან