18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – გართობისა და მხიარულების დღე გელით. მთავარია, თავად არ დაიტვირთოთ რთული ვალდებულებებით თავი. და რაც მთავარია, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას.

კურო – ნუ მოექცევით აფერისტი ადამიანების მახეში. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და მათთან ერთად იმხიარულეთ.

ტყუპი – ჩაუღრმავდით იმ საკითხებს, რომლებშიც კომპეტენტური არ ხართ. კარგი დღეა სწავლისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

კირჩხიბი – მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას. საღამოს წვეულებას ნუ გამოაკლდებით.

ლომი – ყურადღებით იყავით, თავად არ შეიქმნათ პრობლემები. საღამო მხიარულად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ქალწული – თუ საკუთრ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, თამამად იმოქმედეთ. თქვენ გარშემო გამოჩნდებიან მნიშვნელოვანი ადამიანები. კარგი დღეა თვითშეფასების ასამაღლებლად.

სასწორი – იყავით საქმეების, მოვლენების კურსში. ისაუბრეთ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებშიც კარგად ერკვევით. წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

მორიელი – თქვენი დახმარება და რჩევა სჭირდებათ ახლობლებს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. გამონახეთ დრო მოწყენილი მეგობრის გასამხნევებლად.

მშვილდოსანი – ერთადერთი, რაზეც დღეს ფიქრობთ, მოგზაურობაა. თუ საკმარისი ფული არა გაქვთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ ან სათავგადასავლო ფილმს უყურეთ.

თხის რქა – ნუ ხართ მორიდებული, მიიღეთ სათანადო შეფასება თქვენ მიერ შესრულებული საქმის გამო. დატკბით ოვაციებით.

მერწყული – მოემზადეთ, დღეს ხშირად მოგაცდენენ. მოგეჩვენათ, თითქოს გარშემო მყოფებს თქვენი დახმარების გარეშე არაფრის გაკეთება რა შეუძლიათ.

თევზები – რაც უფრო აქტიური იქნებით მით მეტ საქმეს შეასრულებთ. მთავარია, რუტინული საქმეებით არ დაიტვირთთ თავი. მეტი დრო დაუთმეთ კრეატიული იდეების განხორციელებას.