ფინანსური ტაიფუნი – მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის განმეორება ელოდება

ფულის ბაზრის მაჩვენებლები აშშ-ში რეცესიის წინაპირობად შეიძლება იქცეს. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკაში რეალურ შიშს დოლარის შესაძლო ნაკლებობა იწვევს, რაც მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ექსპერტი, ეკონომისტი და უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების ანალიტიკოსი სავაჭრო ომების მზარდ რისკებზე, სახელმწიფოებისა და კორპორაციების გადაჭარბებულ ვალზე და ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ჩვენ ადრე თუ გვიან უეჭველად აღმოვჩნდებით ფინანსური კრიზისის წინაშე“-აღნიშნავს ცნობილი ინვესტორი მარკ მობიუსი. მიმდინარე წლის მაისში ახალ მსოფლიო კრიზისს წინასწარმეტყველებდა ჯორჯ სოროსიც.

ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ორი წლის შემოსავალი 10 წლის ობლიგაციებს აღემატება. ეს ფაქტი ინვესტორებს იმედს აძლევს, რომ მოკლევადიან პერიოდში განაკვეთი გაიზრდება. რაც შეეხება, გრძელვადიან პერსპექტივას, სამწუხაროდ, განაკვეთის გაზრდის იმედი არ აქვთ.

2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი დოლარის ლიკვიდირებამ და აშშ-ს მონეტარულმა ცვლილებებმა გამოიწვია. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ამერიკის ბაზარი იზრდება, თუმცა მთავარი რისკი არა თეორიული რეცესიაა აშშ-ში, არამედ მსოფლიოში ვალის უკიდურესად მაღალი დონეა, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის პირობებში ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, მკვეთრად გაიზარდა. მარტო განვითარებად ქვეყნებში 7.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ვალი დაგროვდა, რაც 2008წლის კრიზისის პერიოდთან შედარებით გაორმაგებული რაოდენობაა.

აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდა დოლარში მოჰყვა ამერიკის ეკონომიკის ზრდასა და ფედერალურ სარეზერვო სისტემაში ფულის ბალანსის შემცირებას.

რაც შეეხება ტრამპის სავაჭრო ომის კომბინაციას, რომელიც მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების ბრუნვას ზღუდავს, ის მართლაც შეიძლება გახდეს კრიზისის მიზეზი და სახელმწიფოებში საგარეო ვალების რეფინანსირების პრობლემა. საერთო ჯამში ეს მთელ მსოფლიოში საინვესტიციო საქმიანობას უდიდეს ზიანს მიაყენებს.

განმეორდება თუ არა 2008 წლის კრიზისი?

აშშ-ის ბანკის ანალიტიკოსებმა 2018-2019 წლებში ყურადღება ფულის მასის მკვეთრი შემცირების ფაქტზე გაამახვილეს. მათი აზრით, მსოფლიო საფონდო ბირჟის დინამიკა 1997-1998 წლების გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს მოგვაგონებს.

დოლარის საგარეო მიწოდების დეფიციტის შემთცვევაში შეიქმნება გლობალური საფინანსო ტაიფუნი, რომლის ეპიცენტრი ჩამოყალიბდება არა აშშ-ში, არამედ, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში…

http://businesspost.ge