რაც ამ გუგუტიანთკარში ხდება, ვინ არ ელოდა, რომ მოხდებოდა? ამოიღეთ ხმა და თქვით სიმართლე – ირმა ინაშვილი

 “რაც ამ დღეებში და ამ წუთებში გუგუტიანთკარში ხდება, ვინ არ ელოდა, რომ მოხდებოდა? ამოიღეთ ხმა და თქვით სიმართლე! თუ ვინმე ამას არ ელოდა (საქართველოში განვითარებული სრული სიგიჟისა და ისტერიული პროცესების ფონზე), ის არის იდიოტი და თავი უნდა დაანებოს პოლიტიკური პროგნოზების ბრახა-ბრუხს.

რაც გუგუტიანთკარში ხდება, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მხდალი, სააკაშვილ- ბოკერიების დღის წესრიგს დამორჩილებული, არაეფექტური (ჯერ შედარებით რბილი ტერმინი გამოვიყენოთ) პოლიტიკისა და მიწების ჩამბარებელი “ოპოზიციის” მავნებლობის შედეგი? თქვით სიმართლე, აღიმაღლეთ ხმა!

რაც გუგუტიანთკარში ხდება, ვინმე ვერ აცნობიერებს, რომ ძალზედ სახიფათო პროცესია ჩვენი საბრალო ქვეყნისა და ხალხისათვის?

ვინმე, “ძაან პრადვინუტი” გვეტყვის ახლა, რას აპირებს ხელისუფლება, როგორ აპირებს ადამიანებისა და ჩვენი კუთვნილი მიწის დაცვას? შარვალჩახდილების ხმა არ მესმის.
multimedia.

კომენტარები ფეისბუქიდან