ქალბატონო პრეზიდენტო – თქვენ ცხოვრებით ტკბებით !!!

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ლოპოტაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ქალბატონო პრეზიდენტო – თქვენ ცხოვრებით ტკბებით !!! შეწყვიტეთ დასვენება სასწრაფოდ და ჩადით კონფლიქტის ზონაში !!! სამარცხვინოც არ ხართ,რა სახელი გიწოდოთ არ ვიცი !!!“

შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებულებს შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
alia.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან