საფრანგეთში რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა მოკლა მიმტანი, რომელსაც მისი შეკვეთა დიდხანს „არ მოჰქონდა“. ამის შესახებ გამოცემა France Info იუწყება.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა 16 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ნუაზი-ლე-გრანის კომუნაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკმაყოფილო სტუმარმა მიმტანს იმის გამო ესროლა, რომ მისი შეკვეთილი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.
28 წლის მიმტანს ტყვია მხარში მოხვდა, თუმცა ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.
info9.ge.