ირანის დაზვერვა ქრისტიანობაზე მოსახლეობის მასობრივად გადასვლის წინააღმდეგ ზომებს მიმართავს.

ირანის დაზვერვის მინისტრმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ მისი უწყება შიიტურ რელიგიურ სასწავლებლებთან თანამშრომლობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ქრისტიანულ რელიგიაზე მოსახლეობის მასობრივად გადასვლის აშკარა საფრთხის წინააღმდეგ ზომები მიიღოს.

მაჰმუდ ალავიმ შიიტ სასულიერო პირებთან შეკრებაზე სიტყვით მიმართვისას აღიარა, რომ ქრისტიანულ რელიგიაზე გადასულ ხალხს დაკითხვაზე იბარებენ, რათა რელიგიის შეცვლის მიზეზი გამოჰკითხონ.

„ზოგიერთმა განაცხადა, რომ ეძებენ რელიგიას, რომელიც სიმშვიდეს მოუტანს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისლამი ძმობისა და მშვიდობის რელიგიაა. ისინი გვპასუხობენ, რომ „მუსლიმი სასულიერო პირები და ისინი, ვინც კათედრიდან ქადაგებენ, გამუდმებით ერთმანეთის ეწინააღმდეგებიან და თუკი ისლამი მშვიდობის რელიგიაა, თავად სასულიერო პირებს შორის უნდა იყოს მშვიდობა და თანხვედრა“, – განაცხადა მაჰმუდ ალავიმ.

მინისტრმა ისიც აღიარა, რომ რელიგიას ძირითადად რიგითი ადამიანები, მაგალითად სენდვიჩის გამყიდველები იცვლიან და ხშირად მთელი ოჯახითაც კი გადადიან ქრისტიანობაზე.

წყარო: https://articleeighteen.com/n

კომენტარები ფეისბუქიდან