გადაწყვეტილება მიღებულია! საკადრო ცვლილებები მთავრობაში! პრემიერი – ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Front News International-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება, შს მინისტრად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალეკო ტაბატაძე.
რაც შეეხება შს მოქმედ მინისტრს გიორგი გახარიას, ის მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამდებობას დაიკავებს, სადაც მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა.
Front News International-ს ინფორმაციით, საკადრო გადაადგილებების შესახებ  გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა რამდენიმე საათის წინ დახურულ შეხვედრაზე მიიღო.