საქართველოს ელჩმა მიანმარის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათასიგელები გადასცა მიანმარის კავშირის რესპუბლიკისპრეზიდენტს, ვინ მინტს. საზეიმო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ნაიფიიდოში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა მცირეხნიანი აუდიენცია, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მიანმარს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები. გამოითქვა იმედი, რომ ელჩის აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.

პრეზიდენტმა მიულოცა ნიკოლოზ აფხაზავას მიანმარში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ipress.ge.