ნიკა გვარამიამ რუსთაველზე მიმინარე გადაცემაში “სირცხვილია” ახალ არხზე ისაუბრა.
მისი თქმით არხის განვითარება მიდის დაგეგმილზე სწრაფად.
“მთავარი არხის განვითარება მიდის სწრაფად და დღეიდან წავა იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ეს დაგეგმილი გვქონდა იმიტომ , რომ ჩვენ ყველა ჩვენს სახეს და არამარტო სახეს ადამიანებს, რომლებიც თვლიან რო რ2-ის რუსული ოკუპაციის პირობებში მუშაობა შეუძლებელია ვუღებთ ჩვენ კარებს.
ჩვენ ვაკეთებთ რუსთავი2-ის მთავარი სიმდიდრის, მისი ადამიანური რესურსის გადარჩენას.
არხის ეთერში გასვლას ველოდებოდით ნოებერში. ამიერიდან ვიცით, რომ უნდა ვიჩქაროთ და ოქტომბერშიუნდა ვიყოთ ეთერში.
“ჩვენს უკან დგას ძალა, არ ვართ მხოლოდ მოლაპარაკე იდეალისტები. ჩვენ გვაქვს ძალა დავამარცხოთ ივანიშვილი. თავის კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე და ამ ადამიანებს. მე გპირდებით ეს ტელევიზია იქნება უფრო ძლიერი, შენობაც იქნება უფრო მაგარი ვიდრე აქვს რუსტავი ორს და მე ვთავაზობ კურიერელებს, გადმოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ ვიწყებთ ომს, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.” – განაცხადა ნიკა გვარამიამ
http://guriismoambe.com
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი