სამადაშვილი: ქვეყანა დაკარგავს მნიშვნელოვან პლატფორმას და სიტყვის თავისუფლებას მიადგება ძალიან დიდი დარტყმა.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წვერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით, ქვეყანა რეალურად დაკარგავს მნიშვნელოვან პლატფორმას და სიტყვის თავისუფლებას მიადგება ძალიან დიდი დარტყმა.

“ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ “რუსთავი 2″ ვერ შეინარჩუნებდა სარდეაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას ახალი მფლობელის პირობებში და ეს პროცესი დაიწყო. საკადრო ცვლილებები არის მიმართული იქითკენ, რომ შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს კეთდება ირიბად, რადგან პირდაპირ ცენზურის დაწესებას ტელევიზიაში ვერ შეძლებდნენ, მაგრამ საკადრო ჩანაცვლებები შეიცვლება უახლეს კვირებში. ალბათ, ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა და რეალურად ჩვენი ქვეყანა დაკარგავს მნიშვნელოვან პლატფორმას და სიტყვის თავისუფლებას მიადგება ძალიან დიდი დარტყმა”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველთან” საუბარში.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც.

ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – დაწერა მან Facebook-ზე.

წინასწარი ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა, მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

მანამდე ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი:  არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.
ipress.ge.