“თუ დღეს რაიმეს ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ძალაუფლების დაკარგვა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დევს ქეისები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი იქნებიან ურჩები, თუ ისინი გადავლენ გარკვეულ საზღვრებს, რომელიც არ ვიცი როგორ არის დაწესებული ბიძინა ივანიშვილის კარზე, ელოდებათ კვირიკაშვილის ბედი, ან იმათი, რაც დღეს ხდება”-აცხადებს ანი მიროტაძე.
ყოფილი დეპუტატის, ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლებაში “დაწინაურებულ მაღალჩინოსნებზე” მასალებს აგროვებს. მიროტაძე ამბობს რომ თუ ვინმე იქნება ურჩი, მას ჯერ ყვითელ, შემდეგ კი წითელ ბარათს აჩვენებენ. მიროტაძე დედაქალაქის მერზე ამახვილებს ყურადღებას.
ავტორი: გურიის მოამბე