საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

ყურად ვიღე რა ბრძენი შოთას რჩევა,  კვლავაც შევეცდები, გრძლად სათქმელი მოკლე მინიატურებში

გამოვხატო

* * *

მეოთხედი საუკუნეა, საქართველოს ხელისუფალნი დაჟინებით განაგრძობენ აშშ-დასავლეთზე

ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს; ამ კურსმა თავზე ტრაგედიათა სერიალები

დაგვატეხა; ყველაზე დიდი ტრაგედია ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვაა. მომაკვდინებელი

დარტყმების ქვეშაა ქართული ეროვნული იდენტურობა _ ტრადიციები, ღირსება, ზნეობა, მართლმადიდებლური სულიერება. აშშ დასავლეთი მიზანმიმართულად თავს გვახვევს

ლიბერასტულ-პედერასტულ-ლესბოსურ სიბილწე-უზნეობას.

* * *

ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა,  ასიათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად

რომ იქცა; ხელისუფალთა გაშმაგებული რუსოფობიის, ანუ სიძულვილის,  ზიზღის, მტრობის

უშუალო შედეგია ეს.

* * *

ასე რომ გამოიყურება დღეს ტერიტორიებდაკარგული საქართველოს რუკა _ ეს ქართველთა

ყოველგვარ დიპლომატიას მოკლებული ქმედებებისა და გაშმაგებული რუსოფობიის ნაყოფია;

დამთრგუნველი და სევდის მომგვრელია მისი ხილვა.

* * *

ხელისუფალნო, აშშ–დასავლეთმაიუგოსლავია შვიდ სახელმწიფოდ დაშალადა ჩვენ

გაგვამთლიანებს? ფუჭი

ოცნებაა! საქართველოს  ინტერესებისთვის აშშ რუსეთს არ დაეჯახება. ყურად იღეთ  აწ უკვე

გარდაცვლილი ამერიკელი ქართველი გენერლის _ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ადრინდელი რჩევა: “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს  მხოლოდ რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთ!”.

ეს ჭეშმარიტება მას ქართულმა გენმა ათქმევინა, ამას  გეიტსები თუ მაკკეინები არასოდეს გვეტყოდნენ.

* * *

ხელისუფალნო, ჩუმად რომ ხართ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის

თაობაზე, ესეც რუსოფობიის გამოვლინებაა. ჩუმად იმიტომაც ხართ, რომ ეს საკითხი

აშშ-დასავლეთს დაბლოკილი აქვს; ჭეშმარიტად მეცოდებით, რადგან მონები ხართ!

* * *

ხელისუფალნო, მომეცით პარლამენტში 10-წუთიანი გამოსვლისთვის ტრიბუნა და

დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი დამღუპველი საგარეო-პოლიტიკური კურსი საქართველოს

უფსკრულისკენ მიაქანებს; თქვენ სამშობლოს მტრები ხართ!

გივი გურეშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი,  პოლიტოლოგი ქუთაისიდან
Geworld.ge