სტომატოლოგიური კლინიკა: „გული დენტი-გული“- 21 სექტემბერს ჯილდოვდება Business Persona 2019-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მსოფლიო კვირეულის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

ფინალი გაიმართება ქ. ბათუმში 21 სექტემბერს-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „საუკეთესო კლინიკები“ ჯილდოვდებიან: სტომატოლოგიური კლინიკა „გული დენტი-გული“-ის ექიმები: მირანდა მიქელაძე და გული ფუტკარაძე, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მათ ამ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ პროფესიონალ თერაპევტებს დამეთანხმებით ალბათ, რომ ისინი თავისი მზრუნველობით, პაციენტებისთვის პოზიტიური განწყობის შექმნით და მაღალი პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებენ ამ ჯილდოს!

გული ფუტკარაძის სტომატოლოგიური კლინიკა “გული დენტი-გული” გთავაზობთ ყველა სახის მაღალკვალიფიციურ სტომატოლოგიურ მომსახურებას, რაც მთავარია ოპტიმალურ ფასებში. ჩვენთან შეძლებთ ჩაიტაროთ თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული მკურნალობა პროფესიონალი სპეციალისტების მეთვალყურეობით. გვეწვიეთ და თავად დარწმუნდებით ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმში.

კლინიკა მდებარეობს ქ. ბათუმში ქუთაისის ქუჩა N33.  ტელ: 593 111 008