სასწრაფოდ! გაუხმაურებელი ინფორმაცია! მსახურობდა თუ არა სააკაშვილი КГБ-ს რიგებში და რას მალავს სააკაშვილი საკუთარ ბიოგრაფიაში

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ამერიკიდან „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა პოროშენკოს გასაგონად ერთი საინტერესო ფრაზა თქვა: “არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ – ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი”
საერთოდ, სააკაშვილი ჯარზე საუბარს ყოველთვის გაურბოდა. სად და რომელ საჯარისო ნაწილში მსახურობდა ის სკოლის დასრულების შემდეგ, ამაზე თავის ოფიცილურ ბიოგრაფიაშიც კი არაფერი უწერია, რა თქმა უნდა შეგნებულად.  სინამდვილეში საუაბრი ხომ საბჭოთა სასაზღვრო ნაწილში მსახურობას ეხება, რომელიც კაგების მკაცრი კონტროლის ქვეში იყო ყოველთვის და იქ შემთხვევით არავინ ხვდებოდა.

თუკი მოსკოვში ჩასვლა და დუმის დეპუტატთან შეხვედრა აგენტობას ნიშნავს, მაშინ რატომ არ არის „კაგებეს“ აგენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საბჭოთა ჯარში უკრაინის სასაზღვრო ნაწილში მსახურობდა? მით უფრო, რომ სააკაშვილი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, საკუთარ ბიოგრაფიაში ეს ფაქტი დაემალა.

ხმაური ამ თემაზე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ატყდა.
მაგალითად, მწერალი ირაკლი კაკაბაძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერდა: „მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და კგბ-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა“.

ერთ-ერთ ინტერვიუში კი ირაკლი კაკაბაძემ თქვა:
„ანალოგიური რამ უნდა მოხდეს ჩვენთანაც, მათ, ვინც кгб-ს ჯარებში მსახურობდა (და მით უფრო, თუ სწავლობდა კგბ-ს მიერ კურირებას სასწავლებელში, როგორც მიხეილ სააკაშვილი), უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ყოფნა. თუ ჩვენ მართლა ვებრძვით რუსულ იმპერიალიზმს, მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებელია… თუ მის ბიოგრაფიას გაეცნობით, ნახავთ, ის მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, რომელიც უშუალოდ საბჭოთა უშიშროებას ექვემდებარებოდა. ასევე, მან ჩააბარა სასწავლებელში, რომელსაც кгб კურირებდა და სადაც кгб-ს თანამშრომლების გარდა, არავის იღებდნენ…“

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, საბჭოთა კავშირის დროს სასაზღვრო ჯარებში საგანგებო კონტროლი იყო და მას სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ, შემთხვევით იქ ვერავინ მოხვდებოდა.

პირველად სააკაშვილმა ბიოგრაფიაში გამოტოვებული ფაქტი ოდესის გუბერნატორობის დროს აღიარა, როცა  მესაზღვის დღესთან დაკავშირებით საკუთარ ფბ-გვერდზე მოსალოცი პოსტი გამოაქვეყნა:
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
„დღეს უკრაინელი მესაზღვრის დღეა. მე ვიყავი მესაზღვრე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ მე ვმსახურობდი უკრაინაში და თითქმის ჩემი ყველა კოლეგა უკრაინელი იყო. ზუსტად ჯარში მოვისმინე ნამდვილი უკრაინული ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. კარგად მახსოვს, რამდენად ადამიანურად გვეპყრობოდნენ უკრაინელი ოფიცრები, რაც ძალიან განსხვავდებოდა რუსეთიდან გამოგზავნილი ოფიცრების ქცევისგან. ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა ჩემზე საჩივარიც კი დაწერა და მე პოლიტიკურად არასანდოობაში დამადანაშაულა, უკრაინელმა პოლკოვნიკმა კი ეს საჩივარი ხელში ჩაიგდო, მანახა ეს დოკუმენტი და ჩემს თვალწინ დახია.
მთლიანობაში, მიუხედავად სამხედრო სამსახურის სირთულეებისა, მე ბევრი დადებითი მოგონება დამრჩა. გილოცავთ, ძვირფასო თანამემამულეებო, ვინც ატარებდით და ატარებთ ამ მშვენიერ ფორმას. მანამ სანამ მტერი ჩვენი საზღვრების არაღიარებას აგრძელებს, თქვენი მისია ორმაგად მნიშვნელოვანია“. – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკზე“.

შესაძლოა, ქართველი ექსპერტების მოსაზრებები ზოგისთვის არასაიმედო ან არადამაჯერებელი იყოს, ამიტომაც ამ თემაზე ჩვენ google-ს მივაკითხეთ. ვიკიპედია ირწმუნება, რომ საბჭოთა კავშირის დროს სასაზღვრო ჯარები ნამდვილად შედიოდა „კაგებეს“ დაქვემდებარებაში, თანაც მათი მთავარი ამოცანა იქ მოქმედი ნაციონალური მოძრაობების განადგურება გახლდათ. სამამულო ომის შემდეგ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო. თუმცა, საბჭოთა „კაგებე“ არასოდეს ადუნებდა ამ მიმართულებით ყურადღებას.

გასაგებია, რომ ასეთი ფრაზა სააკაშვილს საკუთარ ბიოგრაფიაში არ სჭიდებოდა, თუმცა, ეგ კი არა, ინგლისურენოვან ბიოგრაფიაში მას ისიც კი არ აქვს ნახსენები, რომ განათლება საქართველოში მიიღო და 51-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის თბილისში მხოლოდ დაიბადა, მას შემდეგ იცხოვრა და განათლება მიიღო მხოლოდ უკრაინასა და ამერიკაში.

მაგალითად, უკრაინელი პოლიტიკოსი ვალერი გელეტეი სკოლის დასრულების შემდეგ საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. როგორც მედია წერს, მისი ანკეტა იმდენად იდეალური იყო, ის საბჭოთა „კაგებეს“ სასაზღვრო ჯარებში გაამწესეს, სავარაუდოდ, სწორედ ზაკარპატიეში, სადაც სააკაშვილი მსახურობდა. სწორედ ის ითვლებოდა მაშინ ერთ-ერთ ელიტარულ ნაწილად. სხვათა შორის, სააკაშვილის მსგავსად, ისიც 1967 წელს დაიბადა.

https://newpost.com.ge