22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებით, თუ მათთან ახალი საქმეების დაწყებას აპირებთ. ცვლილებები, რომლებსაც ელით, ნაკლებ პრობლემური იქნება.

კურო – ყველამ იცის, რომ საუკეთესო მეგობარი, დედმამიშვილი ხართ, მაგრამ ხანდახან საკუთარი თავი სხვებზე წინ უნდა დააყენოთ. გამონახეთ დრო სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

ტყუპი – რთული სიტუაციების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ რომანტიკული განწყობა ყველა უსიამოვნებას გადაგავიწყებთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სიყვარულით აღსავსე პერიოდი.

კირჩხიბი – ნუ გარისკავთ იქ, სადაც საჭირო არაა და ნუ დაეხმარებით უმადურ ადამიანებს. თუ არ გსურთ ჩახლართულ საქმეები მონაწილეობა, მეგობრულად დაემშვიდობეთ წევრებს.

ლომი – ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებით იდეების განსახორციელებლად. წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ.

ქალწული – გარშემო მყოფებს თქვენი შესაძლებლობები უნდა წარუდგინოთ. იყავით მიზანმიმართული და თუ ვინმეს თქვენი დახმარება შეუძლია, ნუ მოგერიდებათ, ღიმილით მიმართეთ.

სასწორი – ფლირტისა და პარტნიორის მოხიბვლის განწყობაზე ხართ. თუ სამსახურის საქმეებისგან თავისუფალი ხართ, რა გიშლით ხელს სასურველის მიღებაში?..

მორიელი – მართალია, ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ გართობისა და მხიარულებისთვისაც მოიცლით. კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტებს სცდით თავს.

მშვილდოსანი – საქმეების მოგვარებაში, დაწინაურებაში გავლენიანი ნათესავები დაგეხმარებიან. დღეს მიხვდებით, რომ მეგობრებს უყვარხართ.

თხის რქა – დღეს უნდა შეურიგდეთ მას, ვისაც გაებუტეთ. მისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ. შეეხმიანეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებს.

მერწყული – სასიამოვო სიახლეებით აღსავსე დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით იმათთან, ვისთნაც მომავალში მუშაობას აპირებთ.

თევზები – დღევანდელი დღე თანაბრად უნდა გადაანაწილოთ პირაც ცხოვრებასა და სამსახურის საქმეებზე. ყურადღებას ნუ მოაკლებთ ნათესავებსაც. გასაკუთრებით, თუ ისინი თქვენს დახმარებას ელიან.