კიდევ კარგათ არის ლარი, თბილისში ყალბი 100-ლარიანები გამოჩნდა

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ორი ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.“ ნათქვამია ფინანსურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
alia.ge.