გადმოხვალ საზღვარზე, გააჩენ ბავშვს. გილოცავ შენი შვილი ახლა აშშ-ის მოქალაქეა, ეს ხომ სასაცილოა?!“  – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი: არალეგალი მიგრანტების, ან არამოქალაქე პირების შვილები, აშშ-ს მოქალაქეობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს.

 „არალეგალის ან მოქალაქეობის არმქონე პირის აშშ-ში დაბადებული ბავშვი, მოქალაქობას ავტომატურად არ უნდა იღებდეს“, – ამის შესახებ თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განუცხადა.

ტრამპის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ ცვლილებაზე სერიოზულად მუშაობს.

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ. მოქმედი კანონმდებლობა, მართალი რომ გითხრათ, სასაცილო მეჩვენება. ანუ შენ გადმოხვალ საზღვარზე, გააჩენ ბავშვს. გილოცავ შენი შვილი ახლა აშშ-ის მოქალაქეა, ეს ხომ სასაცილოა?!“  – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
exspresnevs.