დაბინძურებული ჰაერი ფსიქიკური დაავადებების სიხშირეს ზრდის

 150 მილიონი ადამიანის შესახებ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა აშშ-დან დაასკვნეს, რომ დაბინძურებული ჰაერი ფსიქიკური დაავადებების გამომწვევია.

ატიფა ხანი, ანრეი რჟეცკი და მათი კოლეგები ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ბიპოლარული აშლილობის, მძიმე დეპრესიის, პიროვნული აშლილობის და შიზოფრენიის, აგრეთვე ნევროლოგიური დაავადებების, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებების გავრცელების სიხშირის დაბინძურებულ რეგიონებთან კავშირს იკვლევდნენ.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ფსიქიკური დაავადებების სიხშირე დაბინძურებულ რაიონებში გაცილებით მეტია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ზონებში.

უფრო კონკრეტულად კი მძიმე დეპრესია მომატებულია 6%-ით, ბიპოლარული აშლილობა 27%-ით.

მკვლევარებმა მიღებული შედეგები დანიის 1,4 მილიონი მაცხოვრებლის მაგალითს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ აქ ყველაზე მეტად დაბინძურებულ რაიონებში მძიმე დეპრესია 50%-ით იყო მომატებული.

პიროვნული აშლილობის რისკი 162%-ით იყო მომატებული, შიზოფრენის – 148%-ით. ბიპოლარული აშლილობა აშშ-ში და დანიაში ერთნაირი მაჩვენებლით ხასიათდება, ორივეგან 24%-ით არის მომატებული დაბინძულებულ რაიონებში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გარკვეული სხვაობა აშშ-სა და დანიაში მიღებულ შედეგებში შესაძლოა ქვეყნის მაცხოვრებელთა გენეტიკური თავისებურებებით იყოს განპირობებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ
ipress.ge.