ბოლო გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა,  რომ ფინეთის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს ნატოში შესვლის იდეას, 50%-ზე მეტი კი წინააღმდეგია.

ფინეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის შესვლის წინააღმდეგია. ამას მოწმობს 3 გამოცემის _ Maaseudun Tulevaisuus-ის, Verkkouutiset-ისა და Hufvudstadbladet-ის _ ივნისში შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნატოს წევრობის წინააღმდეგია ფინელების 51%. ამ საკითხისადმი ყველაზე ნეგატიურად არის განწყობილი ფინელი მემარცხენეების კავშირი, რომელთა შორისაც ნატოს წევრობის წინააღმდეგია 69%.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მსურველები კი არიან კოალიციური პარტიის მომხრეები, რომელთა 57% მხარს უჭერს საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

სულ კი ფინელთა შორის ნატოში შესვლის მომხრე მხოლოდ 26%-ია.
Geworld.ge.