იმ შემთხვევაში, თუკი აშშ ქაბულს დატოვებს, უახლოეს პერიოდში, ქართული სამხედრო კონტიგენტი სამშობლოში დაბრუნდება და ამერიკულ ჯართან ერთად ავღანეთს ისიც დატოვებს.

მოძრაობა „თალიბანმა,” რომელსაც აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, ამერიკულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება – აშშ მზადყოფნას გამოხატავს ამ ეტაპზე თავისი სამხედრო კონტიგენტიდან 5 ათასი სამხედრო ავღანეთიდან გაიყვანოს, თუკი თალიბები მისცემენ გარანტიას, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან დაიწყებს პირდაპირ მოლაპარაკებებს, რაც, ფაქტობრივად, 18 წლიანი ომის დასრულების წინაპირობა გახდება. ამერიკას ასევე არ სურს, ავღანეთი ალქაიდას მხარდამჭერ ტერიტორიად იქცეს. ამის შესახებ ნათქვამია ოთხპუნქტიან ხელშეკრულებაში.

14-ათასკაციანი ამერიკული შეიარაღებული ძალა ავღანეთის დატოვებას ეტაპობრივად გეგმავს, რაც 3-წლიან ვადაში უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუკი აშშ ქაბულს დატოვებს, უახლოეს პერიოდში, ქართული სამხედრო კონტიგენტი სამშობლოში დაბრუნდება და ამერიკულ ჯართან ერთად ავღანეთს ისიც დატოვებს. შესაბამისად, მთავარი არენა დარჩება ისეთ სერიოზულ ძალას, როგორიც თალიბანია. ამის შესახებ ინფორმაცია „რეზონანსს” ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ მიაწოდა.

„დგება საკითხი ჩვენი კონტიგენტის ყოფნა-არყოფნის შესახებ ავღანეთში. 14 ათასი ამერიკელი მაიცნდამაინც დიდი ძალა ავღანეთში არ არის, მაგრამ თუ ტრამპი 5 ათას კაცს გაიყვანს, ფაქტია, რომ თალიბები უფრო გააქტიურდებიან და შეიძლება მოხდეს ჩვენი სამშვიდობო კონტიგენტის გამოსვლა ავღანეთიდან. ეს ხელშეკრულება, ფაქტობრივად, მიღწეულია და ელოდებიან შესაბამის დროს რომ გაახმოვანონ.

„არ არის გამორიცხული, რომ სექტემბერში ამერიკის მაღალი პირის ჩამოსვლა ამ თემასაც უკავშირედებოდეს. თუ ამერიკილები ავღანეთში არ იქნებიან, ჩვენ იქ ყოფნას აზრი ეკარგება. ამერიკელები ცდილობენ, რომ სამწლიანი ვადა შეინარჩუნონ. სამ წელიწადში ყველა ამერიკული სამხედრო კონტიგენტის წარმომადგენელი ავღანეთს დატოვებს; 2021 წლისთვის საქართველოს კონტიგენტმა შესაძლოა დატოვოს ეს ტერიტორია.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თალიბებმა გაიმარჯვეს და მათი პოზიციები საკმაოდ მყარი იქნება. როგორც კი ამერიკელები ავღანეთიდან გამოვლენ, ამ ტერიტორიას თალიბები დაიკავებენ,” – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ოთხპუნქტიანი შეთანხმების დეტალებზე საუბრობს; ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ამერიკა მზად არის 2022 წლისათვის ავღანეთი ამერიკულმა კონტინგენტმა სრულად დატოვოს, რაც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც კი იყოს.

„ამერიკელებმა და თალიბებმა ოთხპუნქტიან შეთახმებას მიაღწიეს, როგორც ყატარის ტელევიზია ავრცელებს, საკმაოდ წარმატებულად. პირველი პუნქტის თანახმად, თალიბანი იძლევა პირობას, რომ ავღანეთი ალქაიდას მხარდამჭერ ტერიტორიად არ გადაიქცევა. 2001 წელს ამერიკელების ავღანეთში შეჭრის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ტრამპა თქვა, რომ ავღანეთი არ უნდა გადაიქცეს ტერორისტების ჰარვარდად.

„ამ შეთანხმების მიხედვით, 2022 წლისთვის არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში აღარ იქნება. წელსაც შესაძლოა ავღანეთიდან 5 ათასი კაცის გამოყვანა მოხდეს, მაქსიმუმ, სადაზვერვო ნაწილები დარჩნენ, რომ სიტუაცია არ გართულდეს.

„ამასთანავე, დაიწყება შიდა ავღანური დიალოგი. როგორც ჩანს, ამერიკელებმა მოითხოვეს, რომ თალიბებმა აწარმოონ მოლაპარაკება ავღანეთის ეროვნულ მთავრობასთან.

“თალიბებმა, ფაქტობრივად, უარი თქვეს ამერიკელებთან დაეწყოთ მოლაპარაკება, თუ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა ჩართული, რომელსაც „მარიონეტულ რეჟიმს” უწოდებს.

“თალიბანი და ევრონული მთავრობა თუკი ერთმანეთთან საერთოდ არ საუბრობს, ეს პუნქტი საკმაოდ ბევრ კითხვას იწვევს, თუმცა ეროვნულ მთავრობას აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, მაგრამ თალიბები კატეგორიულად წინააღმდეგი არიან.

„მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს იმას, რომ ჩატარდეს არჩევნები, ავღანეთის ხალხმა აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას უფრო მეტად მიესადაგება. ეს ოთხპუნქტიანი შეთანხმება, გარკვეულწილად მიღწეულია, თუმცა თალიბებმა 21 აგვისტოს ამერიკულ კოლონაზე შეტევა მოახდინეს. შედეგად ორი ამერიკელია დაღუპული, რამდენიმე კი – დაჭრილია. ამით თალიბებმა აჩვენეს, ვინ არის რეალური მმართველი ავღანეთში. ამ შეთანხმებამ ავღანეთის ეროვნული მთავრობის დიდი უკამყოფილება გამოიწვია.

„როგორც ჩანს, ტრამპს აქვს იდეა, რომ როგორმე დაასრულოს და ამერიკული ჯარები ავღანეთიდან გამოყვანოს. ტრამპის ეროვნულ ინტერესში არ შედის ავღანეთში რაიმე აქტივობა აწარმოოს.

“შემთხვევითი არ არის, რომ ეს შეთანახმება წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვა. ტრამპს აქვს უფლება მეორედ იყაროს კენჭი და საკმაოდ სერიოზული კანდიდატია. „რესპუბლიკელებს” სხვა ღირსეული კანდიდატი არ ჰყავთ. „დემოკრატებიდან” თუკი ბაიდენი იქნება, ტრამპი გაიმარჯვებს და 2024 წლამდე ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს,” – აღნიშნა მან.

მაისაიას თქმით, ამის პარალელურად ჩინეთი და რუსეთი სტრატეგიულ ურთიერთობას აძლიერებენ და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ, რაც დიდი და მასშტაბური იქნება.

„ამერიკელები ტოვებენ ავღანეთს და თალიბები რამდენად შეძლებენ, რომ ალქაიდას არ მისცენ საშუალება, ავღანეთი იყოს მათი სავანე, ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა ჩნდება. ეს შეთანხმება შეიძლება ძალიან ჯვირად დაჯდეს, რადგან, როგორც კი ამერიკელების შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან გავლენ, თალიბები მოვლენ სათავეში. ეს შემდგარი ფაქტია, რადგან თალიბებს წინ ვერავინ აღუდეგება.

„ყველაფერთან ერთად ავღანეთში გაჩნდა ასევე სერიოზული ძალა, – ისლამური სახალიფო, 14 ტერიტორისტული ჯგუფი. იმის გარანტიას, რომ ავღანეთი ტერორისტების სავანედ არ გადაიქცევა, ამერიკელებს ნამდვილად ვერავინ მისცემს. ამერიკელებს სერიოზული დანაკარგი აქვთ და სწორედ ამიტომ, ტრამპი ცდილობს, რომ პროცესი დააჩქაროს.

„აღნიშნული ვითარება რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიულ ალიანს კიდევ უფრო აძლიერებს. ისინი იწყებენ საკმაოდ სერიოზულ სამხედრო სტრატეგიულ წვრთნებს, – „ცენტრი 2019,” სადაც მონაწილეობას მიიღებს 135 ათასი ადამიანი, 600 საბრძოლო ტანკი და 21 ათასი საერთო ჯავშანტექნიკა. ამ წვრთნების პერიოდში შემუშავდება ის სცენარი, რომელიც ავღანეთში ამერიკელების წასვლის შემდეგ შეიძლება განვითარდეს,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
rezonansi.