პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს „ყველაზე სწორ და მართალ გზაზე – ანუ წასვლაზე“ იფიქროს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც ჩარკვიანი აცხადებს, „დიდი და ცუდი ამბავი დატრიალდება ჩვენს სამშობლოში… რადგან ქვეყანას არ დავთმობთ“.
„მილიონები და მილიარდები იცით რა არის ბ.ნო ივანიშვილო? აი ფიროსმანს რომ ძალიან უჭირდა და სიდუხჭირეში იყო და თქვენ რომ მილიონებს იხდით მის ერთ ნახატში-ნამუშევარში (თანაც რომ ვერ შოულობთ), ასევე სხვა გენიოსებში, რომლებიც შიმშილობდნენ, ისე უჭირდათ, აი მათ ნამუშევრებსაც რომ დასდევთ სანთლით რომ შეიძინოთ და კედელზე გეკიდოთ, პრინციპში აი ეგ არის და ეგ თქვენი მილიარდები,საწყალ გენიოს ფიროსმანს სიკვდილის მერეც, სიკვდილის შემდეგაც ლარიანი ერგო( აქაც ერთ ლარიანზე გამოსახეს), მაგრამ რაა, მაინც მის და მისნაირი შემოქმედების ნამუშევრებს დასდევთ მილიონერ-მილიარდერები.
ეეეეჰ „ამხელა“ ფულით ბ.ნო ბიძინა (ქველმოქმედის სახელი გქონდათ), ლეგენდები დადიოდა, პუტინის ფულის „ყარაულის“ სახელი როგორ ამჯობინეთ, თქვენი საქმეა. ეტყობა „ნამეტანი შეტოპეთ“, თორემ ამდენ ლანძღვას (ეგ ფული თქვენ რომ გეკუთვნოდეთ) არ და ვერ აიტანდით, ასე მგონია…
უფ მძიმე ტვირთია ქვეყნის გადაბარება, ჯერ არ უპატიებიათ ვინმესთვის, თან ამ დროში, მითუმეტეს-21-ეს საუკუნეა გარეთ, თქვენ მაგ „ლაგამამოდებულებს“ გვერდით რომ გყავთ, არ აჰყვეთ, არ დაუჯეროთ, ნიჩბით მიწის მოყრა იციან, ზუსტად ვიცი (მინახავს, ერთმანეთს ასწრებენ), ყველაზე სწორ და მართალ გზაზე იფიქრეთ – ანუ წასვლაზე! დიდი და ცუდი ამბავი დატრიალდება ჩვენს სამშობლოში, მითქვამს მე, რადგან ქვეყანას არ დავთმობთ, არ გადაგაბარებინებთ! „როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება, დაუცხრომელი ხალხის ბუნება, თავისუფლება და აღტაცება დაუცხრომლობით აღისრულება“ (ჯ.ჩ). ასეა უეჭველად და ვიცი, დანარჩენს მოვლენები გვიჩვენებს… მე ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან „ფარჩაკულ“ ყოფას საკუთარ ქვეყანაში, ყველაფერი მირჩევნია!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
Guardian.ge.