ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი აცხადებს, რომ თუკი აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფებს დააწესებს,ევროკავშირი ამ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
„ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვსურს, ჩვენს საუკეთესო მოკავშირესთან – აშშ-სთან- დაპირისპირებაა. ეს სავაჭრო და ტარიფების ბრძოლა ჩვენი ინიციატივა არაა, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და მზად ვართ კიდეც“, – განაცხადა ტუსკმა ბიარიციში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტზე გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს გადასახადებს არ მოუხსნის, ის საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოზე სადამსჯელო ტარიფებს დააწესებს.
ipn.ge.