ნინო ლაბარტყავა: რუსეთთან სწორ დიალოგს და სწორ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ნაბიჯებს ალტერნატივა არ აქვს

-“რუსეთი არის ოკუპანტი, ეს ფაქტია და ვერავინ უარყოფს ამას.
სხვა საქმე ის, რომ მტერს ჭკუით უნდა აჯობო, როცა ის ასეთი ძლიერი და ცბიერია.
პოლიტიკურ რუსეთს ვერც ძალის გამოყენებით მოვერევით, ვერც მეგობარი ქვეყნების ილუზორული მხარდაჭერით – მტერს ვაჟკაცურად უნდა ელაპარაკო, ჭკუით აჯობო, გველია და ტკბილი ენით უნდა მოთაფლო, თორემ ერთი ძლიერი კბენა და დამთავრებულია, რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად ვიქცევით…
ყველა, ვინც იძახის, რომ რუსეთთან საუბარი არ გვჭირდება, რომ რუსეთთან დიალოგი და დიპლომატიური ნაბიჯები ღალატია – არის მავნებელი და თან – უტვინო!
ხო, აბა? პუტინს შენი “დიდგორების” შეეშინდება, აი…
ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ სიტუაცია საჩვენოდ მოვატრიალოთ როგორმე, თორე ცხრათავიან გველეშაპ ოკუპანტს კაი ჰა, ერთ თავს თუ როგორმე მოაჭრი, 8 თავი დარჩება და გაგასწორებს მიწასთან!
რისი ერთი ადგილი გვაქვს, რომ ამხელა ძერჟავას თითის ქნევებით და “ძალის დემონსტრირებით” ვესაუბროთ?
რუსეთთან სწორ დიალოგს და სწორ დიპლომატიურ-პოლიტიკურ ნაბიჯებს ალტერნატივა არ აქვს! და ვინც ასე არ ფიქრობს, ნაცების პროპაგანდას აყოლილი უტვინო ყეყეჩია, მეტი არაფერი!” – წერს გაზეთ “ალიას” ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა.
tvalsazrisi.