შალვა ნათელაშვილი გადაცემა P>S-ში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ამბობს, რომ ის, რაც იმ ყველაფრის შემომქმედმა ილაპარაკა, რის გამოც ვითომ დღეს ძალიან დარდობს, ეს იგივეა, რაც სერიული მკვლელის მიერ დაგმობილი მკვლელობები:
“აფერისტობასა და გადაგდებაში მას პრიზად საქართველო ერგო ამ ჩემპიონატში და თურმე ახლა გაიგო, რომ ადამიანებს უჭირთ, არა აქვთ სამუშაო, რომ ბანკები ახრჩობენ, რომ ეკონომიკა არ ვითარდება და როგორი მოსასმენია ეს იმ ადამიანისგან, ვინც შემოქმედია მსოფლიოს ისტორიაში და პოლიტიკური პიარის პროცესში არნახული ტყუილისა; უფასო ფულის შესახებ, 150 ფაბრიკა-ქარხნის შესახებ, უპროცენტო სესხების შესახებ, განახევრებული კომუნალური ტარიფების შესახებ, თითო სოფელზე 5 მილიონის შესახებ, დღეს, ეს არსება გამოდის და დასტრის მისგან განწირულ ადამიანებს.
კაცი, თვითონ ადგენდა საბანკო ტარიფებს, სესხის პროცენტებს…მარტო ისკო დასენი რად ღირს, კაცი მაფიოზი რომ შეიყვანა პარლამენტში და დასვა. დღეს მან დაიწყო საბანკო სისიტემის დაგმობა, ანუ, თავისი შვილის, თავისი შობილის დაგმობა. ეს ისეთივეა მანიაკმა მკვლელმა დაგმობა რომ დაიწყოს მკვლელობების და დაიწყოს მისი საწინააღმდეგო პროპაგანდა, აგიტაცია. აი, ამ მანიაკის როლში დღეს ეს მართლა მანიაკი.
ის, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს ინტერესები არა აქვს, წარმოადგენს ათასწლეულის სიცრუეს. მილიარდები აქვს ნაშოვნი ბიუჯეტში თანხების არ გადახდით ყველა მთავრობის დროს. ოქროს საბადოთი და გატანილი მადნით რამდენიმე მილიარდი აქვს შეტყაპუნებული ბიუჯეტიდან. ისევე როგორც რკინიგზით, ნავთობსადენებით და გაზსადენებით. ეს არის ჰესები, ეს არის გვირაბები. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი ბოროტმოქმედი პოლიტიკის სათავეში არ მოსულა და ეს ბედნიერება მაინც და მაინმც ჩვენ შეგხვდა”.
ავტორი: გურიის მოამბე