საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“, განაცხადა ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტელეარხ „НАШ“ -ზე გასულ გადაცემა “Гордон“-ში.

 

„თავთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, ძალიან მძიმედ დადის, დაუგროვდა ბევრი დაავადება – ნუ, ის 88 წლისაა. ბოლო ორი წელიწადი – ძალიან ცუდად არის. უკვე 6 თვეა საავადმყოფოში ცხოვრობს“, განაცხადა ბენედიქტოვმა, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

მან დაამატა, რომ ყოფილი საბჭოთა ლიდერი დროდადრო მას რესტორანში შეხვედრას სთავაზობს, რაზეც იგი უარს ვერ ეუბნება.

 

„ჩვენი ექიმის რეკომენდაციით, ვსვამთ ლუდს, და მიხეილ სერგის ძე ახლა სვამს ლუდს. ადრე არაყს ვსვამდით“, აღნიშნა ბენედიქტოვმა.

 

გარდა ამისა, როგორც მან დასძინა, გორბაჩოვი პლანშეტის და სმარტფონის მეშვეობით თვალყურს ადევნებს ახალ ამბებს. ექსპრეზიდენტამდე ასევე მივიდა ინფორმაცია სერიალ „ჩერნობილზე“, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, მან არ უყურა, რადგან ეს „მძიმეა მისთვის“.