რესპუბლიკური პარტია მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

რესპუბლიკური პარტია არ გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლოს, ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა და დაურთო წინაპირობა, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და ზოგადად ქართულ ოცნებასთან.

“ხაზარაძის პოლიტიკური ძალა, ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი იქნება, თუმცა მან მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – გამორიცხავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციურ ხელისუფლებას.

პოზიტიურად ვაფასებ მამუკა ხაზარაძის ინიციატივას. ერთგვარად დაგვიანებულადაც. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მამუკა ხაზარაძის ოპოზიციაში გარიცხვა და ეს შეძლო ივანიშვილმა მისი მმართველობის დასასრულს. პირველად, საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიაში იქმნება რეალობა, როცა ხელისუფლების მოწინააღმდეგე, დომინანტი პოლიტიკური ძალა არ არსებობს.

პოლიტიკური პლურალიზმის კონტექსტში ხაზარაძის პოლიტიკური ძალა, ვფიქრობ, იქნება კონკურენტუნარიანი გახდეს ერთ-ერთ შემადგენელი ქართული ოპოზიციური სპექტრის. მესამე პარტია იქნება თუ მეოთხე ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ ის, რომ შეუძლია შექმნას ისეთი ორგანიზაცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საქართველოს მომავალი კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების საქმეში, ეს გასაგებია“,– განაცხადა ბერძენიშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან”  საუბრისას