მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი, გიორგი აფციაური პოლიტიკური პარტიას ქმნის.
„ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც წარსულში საზოგადოებამ პაროდიებით და მსახიობობით გაიცნო, პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მან პირველი ოფიციალური პოლიტიკური განცხადება ორიგინალურად გააკეთა და უახლოეს მომავალში პოლიტიკაში ახალგაზრდა მეცნიერების შემოსვლა გვამცნო. ვიდეორგოლის მთავარი მესიჯი შემდეგნაირად გამოიყურება: “ახალი ჟღერადობის ნოტები ახალგაზრდა მეცნიერები არიან, რომლებიც მიმოფანტულია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და როცა ეს ნოტები ერთ პიუპიტრზე განლაგდება ვიოლინო დაიწყებს დაკვრას და აღარ გაჩერდება!” (ითანამშრომლებს თუ არა სხვა ძალებთან ცნობილი არ არის), – წერია ფეისბუქგვერდზე, რომელსაც „გიორგი აფციაური – სუფთა ხელი“ ჰქვია.
ავტორი: გურიის მოამბე