„აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დიდი ხანია, აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს ურიგებს ტურსიტულ რუკებს, სადაც განმუხური და წალენჯიხის რაიონის მთელი რიგი სოფლები – ფახულანი, წყოუში, ჭალე, მუჟავა და ოლორი თითქოს აფხაზეთის ,,სახელმწიფოს“ შემადგენლობაში შემავალი სოფლებია,“ – ამის შესახებ „ჰოთნიუსს“ პარტიის „კანონი და სამართალი“ სამეგრელოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელმა ბადრი შელიამ ექსკლუზიურად აცნობა.
მისივე თქით, აღნიშნული სოფლები ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე მდებარეობს და არასოდეს შედიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენოლობაში,
„აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებს არერთხელ განუცხადებიათ, რომ აფხაზეთის საზღვარი უნდა გასწორდეს მდინარე ენგურზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ზემოაღნიშნული სოფლების სეპარატისტების კონტროლს დაქვემდებარებას. იგივე ვითარებაა სამაჩაბლოს მიმართულებაზე, სადაც სეპარატისტები პრეტენზიებს გამოთქვამენ ლარსზე, სტეფანწმინდასა და გუდაურზე მიმდებარე დასახლებებითურთ. ასევე, რაჭაში კუროტ შოვზე. სწორედ ამ ტერიტორიებით ახდენს რუსეთი ზეწოლას ხელისუფლებაზე. ამ ზეწოლის შედეგია ავარეთ-კახეთის გზის გამალებული მშენებლობა რუსული მხარის მიერ, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს, ხელისუფლება ყველაფერ ამას ეკონომიკური სარგებლის მიღებით ხსნის. ავარეთ-კახეთის გზას სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის თბილსზე პირდაპირ შესატევად და, ფაქტიურად, ზემოაღნიშნული საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ოკუპაციის გეგმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გეგმაა კრემლისთვის. ამიტომაც ზემოაღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციის გეგმა გადადეს. დარწმუნებული ვარ, ამ გზის დასრულების შემდეგ რუსები ამ ხელისუფლების პირობებში მაინც განახორციელებენ ზემოაღნიშნული ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, რადგან ამ ტერიტორიებსაც წმინდა სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მათთვის,“ – აცხადებს შელია,
მისივე თქმით, ასეთ მძიმე ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტიურად დაშალა თავდაცვის ძალების ყველაზ ძლიერი სტრუქტურული ელემენტები და ის მიმართულებები, რომლებიც ყოველთვის დაცული იყო ენგურის, ლარსის და შოვის მიმართულებაზე ფაქტიურად მოაშივლა და დაუცველი დატოვა.
„ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა ამ საფრთხის თავის ასაცილებლად ან წინააღმდეგობის გასაწევად, შესაბამისად, ჩვენს დასავლელ მოკავშირეებსაც სხვა გზა არ დარჩენიათ, გარდა შეშფოთებების და აღშფოთებებისა“, – ამბობს შელია.
http://hotnews.ge