ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვირის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 13 ადმაიანი დაიღუპა.
ბიძგები სიმძლავრემ 6.4 მეათედი მაგნიტუდას მიაღწია. ბიძგები ყველაზე მეტად პოპულარულ ტურისტულ ზონაში, ქვეყნის ცენტრალურ კუნძულ ლომბოკზე იგრძნობოდა.
დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს. დანგრეულია ათობით შენობა. პირველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.7 მეათედი მაგნიტუდის იყო. ლომბოკი კუნძულ ბალის აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.