სტამბოლში ხელისუფლებამ ლგბტ ღონისძიება გააუქმა, კონკრეტულად კი ორგანიზატორებს ლგბტ ხალხის სპორტული შეჯიბრის “Queer Olympix”-ის ჩატარების ნება არ დართო.
სტამბოლში 24-25 აგვისტოს ლგბტ მონაწილეებს შორის მესამე ყოველწლიური სპორტული შეჯიბრი უნდა გამართულიყო, მათ შორის ფეხბურთის, პლიაჟის ფრენბურთის და შორ დისტანციაზე ხტომის სახეობებში. ღონისძიებაში მონაწილეობას 130 ადამიანი აპირებდა.
როგორც ორგანიზატორი ელიფ კაია ამბობს, როდესაც მათ ღონისძიების მომზადება დაიწყეს პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები შენიშნეს.
„გვითხრეს, რომ ღონისძიების ჩატარებისთვის ნებართვა არ გვქონდა“, – აღნიშნა მან.
ღონისძიება 2017 წლიდან იმართება, თუმცა წელს პირველად გაუქმდა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, აკრძალვის მიზეზებად მოსალოდნელი დანაშაული, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი მორალი დასახელდა.
წყარო: https://www.france24.com/e