ადა მარშანიას საავტორო გადაცემა რომელიც ობიექტივზე გადიოდა რუსთავი 2 ეთერში გადაინაცვლებს. “მეგობრობის დრო” ძირითადად რუსეთ საქართველოს შორის მიმდინარე პრობლემებზე იქნება საუბარი

მას შემდეგ, რაც რუსთავი 2 კურიერის ჟურნალისტებმა დატოვეს, ივანიშვილის გარემოცვა ჟრუნალისტებს და წამყვანებს ეძებს. ამ დრომდე ძიება უშედეგოდ გრძელდება, არხზე არ გადის საინფორმაციო გამოშვება. ცნობილი გახდა, რომ დღის კურიერის წამყვანად რუსთავის 2-ის სხვა შუადღის ერთ-ერთი წამყვანი გვანცა დარასელია მოიაზრება. კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა 9-საათიანი კურიერის წამყვანი გხდეს, მაესტროს ყოფილი წამყვანი და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო თოლორდავაა. ასევე ვრცელდება ინფრომაცია რომ, დეპაუტატი ადა მარშანიას საავტორო გადაცემა რომელიც ობიექტივზე გადიოდა რუსთავი 2 ეთერში გადაინაცვლებს. “მეგობრობის დრო” ძირითადად რუსეთ საქართველოს შორის მიმდინარე პრობლემებზე იქნება საუბარი, თუმცა ოფიცალური განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ჯერ ჯერობით არ გაუკეთბია. tmn.ge.