არსებული ინფორმაციით, ვანო ჯავახიშვილმა და comedy ჯგუფის ნაწილმა “რუსთავი 2” დატოვა.
ნიუპოსტის ინფორმაციით, გუნდის რაღაც ნაწილი შესაძლოა “რუსთავი 2″ში დარჩეს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა, ეთერში “კურიერის” ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამასთან რამდენიმე დღეში არხი “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ დატოვა.