“ქართულმა ოცნებამ” ან რაღაც “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, რომლის საშუალებითაც სასწაულ პროექტს განახორციელებს და მხარდამჭერებს დაიბრუნებს, ანაც უკვე გაკვალული გზით წავიდეს… “ჯადოსნური ჯოხის” რესურსს ამ პოლიტიკურ ძალაში ვერ ვხედავ. ინტელექტუალური გუნდი, რომელიც შეძლებდა ახალი იდეების გენერირებას, დღეს “ქართულ ოცნებაში” არ ჩანს. ამ პარტიაში არათუ კარგი, ცუდი იდეების გენერირებაც არ ხდება. როდესაც არ არსებობს ასეთი გუნდი და ახალი იდეები, ბუნებრივია, ყველაფერი გაკვალული გზით მიდის, ეს გზა კი არაფერია, გარდა იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა თავის დროზე. დღეს”ქართულ ოცნებას” აქვს ორი საყრდენი. ერთი არის სახელისუფლებო რესურსი, მეორე – “ნაციონალური მოძრაობა”, რომლითაც აშინებს ამომრჩევლის იმ კატეგორიას, რომელსაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების გაგონება არ სურს. ამიტომაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური სივრცის იმგვარად მოსასუფთავებლად, რომ როგორმე ეს ორპოლუსიანი სისტემა შეინარჩუნოს და მესამე ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვას”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
kvirispalitra.