ცნობილი მწერალი მერაბ შათირიშვილი ზუგდიდის მოსახლეობას მიმართავს
“ავად სახსენებელი ბოროტების „ეპოქა“, ახალაია (ბაჩანა) საპყრობილეში შედის – ვითარცა გებელსი, ერთ-ერთ პატიმარს, კახა თურქიას ამოიღებს მიზანში და ზიზღით ეკითხება: ქურდი ხარ?.. „არა, ყაჩაღობისთვის ვზივარ!..“ პასუხობს თურქია და ბოროტად მიჩერებულ თვალებს უშიშრად უსწორებს მზერას… ახალაია სახეში აფურთხებს, მსჯავრდადებული ხურდას უბრუნებს და შეურაცხობისგან წამოენთება…
თურქია დაუყოვნებლივ გადაჰყავთ გამკაცრებულ რეჟიმზე, მიზანმიმართულად მეტადონის პროგრამზე „სვამენ“, ზორბა და „ურჩი“ ბუნების პატიმარი ფიზიკურად რომ გატყდეს, ამის შემდეგ, ე. წ. „საღორეში“ ამწყვდევენ, სადაც წელში ვერაფრით გაიმართები და, ასე მოხრილი, დაახლოებით სამ კილოგრამიანი წვერით, ხანგრძლივი წამების შემდეგ, სულს განუტევებს თურქია…
და, რამდენი ასეთი „თურქია“ გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა „საღორეებში“ გამომწყვდევით!..
მოკლედ, გაოგნებული ვარ და მიკვირს ჩემი, რაც უნდა განაწყენებული და უკმაყოფილონი იყვნენ არსებული ხელისუფლების მიმართ, ნუთუ სულ დაკარგეს განსჯის უნარი???” – წერს შათირიშვილი