რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საერთაშორისო „საავიაციო-კოსმოსურ სალონ-2019“-ზე უმასპინძლა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ლიდერები ნაყინის კარავისკენ გაემართნენ. პუტინი დაინტერესდა, როგორი ნაყინები ჰქონდათ გაყიდვაში. შემდეგ აარჩია ნაყინი „ვოლოგოდსკოე“, ერდოღანმა კი – „კაროვკა“. შენაძენის საერთო თანხამ 210 რუბლი შეადგინა. ეს თანხა პუტინმა გადაიხადა.
ნაყინის შეძენისას მან გამყიდველს 5000-იანი კუპიურა მიაწოდა. „ხურდა მინისტრს მიეცით ავიაციის გასავითარებლად“ – თქვა და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრზე მიანიშნა. მანაც პრეზიდენტს „გულუხვობისთვის“ მადლობა გადაუხადა.
მას შემდეგ რაც ნაყინი მიირთვა, პუტინმა გამყიდველ გოგოს სთხოვა, რომ ყველას გამასპინძლებოდა.
progresnevs.ge.