“ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ”
“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, შოთა დიღმელაშვილს სასამართლოში უჩივის:
“გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.
ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.
ინფორმაციისთვის:
შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდური/ჟურნალისტური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები”- აცხადებს წილოსანი.
guriismoambe.