ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრენიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.
მათი თქმით, აღნიშნული მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში.
axalitaoba.