სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი

აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ე.წ. აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში აცხადებს.
„პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუა იყო, შემდეგ ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. ახლა კი იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, სირიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადია,“ – აღნიშნავს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აფხაზეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლსაც საძირკველი ბაღაფშმა ჩაუყარა.

https://newpost.com.ge