სეპარატისტების ულტიმატუმი საგუშაგოს დაშლაზე – ბოლო ინფორმაცია

სოფელ ჩორჩანას ტყეში გახსნილი ქართული საგუშაგოს დასაშლელად ოსმა სეპარატისტებმა  ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენეს და დილის 6 საათამდე მისცეს დრო. ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ქართული მხარე მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ულტიმატუმის ენა მიუღებელია, ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ულტიმატუმის ენა, ცალსახად, არის მიუღებელი ნებისმიერი მხარისთვის. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობ, ცხადია, მარტო ქართულ მხარეზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე. როგორც კი შემოდის დისკუსიაში ულტიმატუმის ენა იქ ფაქტობრივად, ბევრი პრობლემა იქმნება, ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს რიტორიკას შეცვლის და საბოლოო ჯამში, ერგნეთში შეხვედრები გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომელიც მოემსახურება ადგილზე პრობლემების დარეგულირებას და არა – პირიქით”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ჩორჩანის საგუშაგო , ვითარება უცვლელია

Gepostet von რადიო თავისუფლება am Donnerstag, 29. August 2019