სოციალურ ქსელში ტრამპს ცოლის მიმართ უხეშობის გამო ისევ აკრიტიკებენ | ვიდეო

„ტვიტერში“ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ლედის იმავე ჟესტით თავისთან უხმობს, როგორც პატრონები ძაღლს უხმობენ.

ვიდეო მწერალმა ჯეიმს ფელტონმა გამოაქვეყნა. მელანია ტრამპი ქმრისკენ მირბის, მას შემდეგ რაც ის ფეხზე ხელს ირტყამს. პოსტის ავტორმა ვიდეოს კომენატრი  აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებით დაურთო: „ არავინ ჩემზე მეტად არ სცემს პატივს ქალებს“, თავისი სახელით კი შემდეგი დაწერა: „მოდი ჩემთან, გოგო! მოდი ჩემო ცოლო!“

„მას სასუსნავიც კი არ მისცეს“, – წერს სხვა მომხმარებელი მელანიაზე. @arbourable.

„ყოველთვის ერთად, ბრავო“, – აღნიშნავს მეორე. @Siriwan652.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერს, რომ მისთვის ახლა უკვე გასაგებია, რატომ აკოცა დიდი შვიდეულის სამიტზე მელანიამ კანადის პრემიერს ჯასტინ ტრიუდოს. @andrewinphoenix.

მანამდე დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ცოლი წვიმაში მიატოვა, თვითონ კი გზა ქოლგით განაგრძო.